როგორ მუშაობს ფხიზელი მძღოლის სერვისი?
დარეკე ნომერზე 597 333 200 და მიუთითე შენი ლოკაცია. მძღოლი მოვა შენთან და შენივე ავტომობილით მიგიყვანს დანიშნულების ადგილზე.
რით განსხვავდება ფხიზელი მძღოლი ტაქსისგან?
ტაქსით შენ მიდიხარ, მანქანა კი რჩება. ფხიზელი მძღოლი შენივე ავტომობილით მიგიყვანს სახლამდე, ასე რომ დილით მანქანის წასაყვანად დაბრუნება არ მოგიწევს.
მართავენ თუ არა მძღოლები ავტომატიკას და მექანიკას?
დიახ, ჩვენი მძღოლები მართავენ როგორც ავტომატური, ისე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილებს.
რამდენ ხანში მოვა მძღოლი?
ოპერატორი 2 წუთში გადაგამისამართებს უახლოეს თავისუფალ მძღოლთან, რომელიც მაშინვე გამოდის შენს ლოკაციაზე.
რა დროს მუშაობთ?
ვმუშაობთ 24/7 - დღე-ღამის ნებისმიერ დროს, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზეც.
რა ტერიტორიაზე მუშაობთ?
ვემსახურებით თბილისის ყველა რაიონს და გარეუბნებს. ასევე შესაძლებელია ქალაქგარეთ მგზავრობა.
რა ღირს მომსახურება?
თბილისის ცენტრალურ უბნებში მგზავრობა 40-50 ლარი ღირს. სხვა უბნებში, გარეუბნებში და ქალაქგარეთ ფასი მანძილზეა დამოკიდებული და ზუსტ თანხას ოპერატორი ზარის დროს გეტყვის.
შეიძლება გზაში რამდენიმე მისამართზე გავლა?
დიახ. თუ მეგობარი გზად ასაყვანი ან დასატოვებელია, ფასი არ იცვლება. მაღაზიაში შევლაც უფასოა. ფასი იცვლება მხოლოდ მაშინ, თუ მარშრუტი მნიშვნელოვნად განსხვავდება თავდაპირველისგან.
დამელოდება მძღოლი, თუ ჯერ არ ვარ მზად?
დიახ. 15-20 წუთი ლოდინი პრობლემა არ არის. უფრო ხანგრძლივ ლოდინზე ოპერატორთან შეთანხმდი.
რამდენად სანდოები არიან მძღოლები?
ჩვენი მძღოლები დიდი ხნის გამოცდილების მქონე პროფესიონალები არიან - მეგობრულები, უშუალოები და ყურადღებიანები, რომ მგზავრობა მშვიდად და კომფორტულად ჩაიაროს.
შეიძლება აეროპორტში ან სხვა ქალაქში წაყვანა?
დიახ. აეროპორტში, სხვა ქალაქში ან ქალაქგარეთ მგზავრობა შესაძლებელია წინასწარი შეთანხმებით - დეტალებს და ფასს ოპერატორთან დააზუსტებ.
გაქვთ პირადი მძღოლის მომსახურება?
დიახ. შეგვიძლია გამოგიყოთ პირადი მძღოლი დღეების, თვეების ან წლების განმავლობაში - როგორც პირადი, ისე ბიზნეს საჭიროებისთვის.
როგორ შემიძლია გადახდა?
გადახდა შესაძლებელია ნაღდი ფულით ან საბანკო გადარიცხვით.
შემიძლია მძღოლის წინასწარ შეკვეთა?
დიახ. დაგვირეკე წინასწარ და ოპერატორთან შეათანხმე სასურველი დრო და ადგილი - მაგალითად, ქორწილის, წვეულების ან სხვა ღონისძიების შემდეგ.
არის თუ არა სერვისი კონფიდენციალური?
დიახ. გარანტირებულია სრული კონფიდენციალურობა და ანონიმურობა, ხოლო საჭესთან მ ხოლოდ გამოცდილი, პროფესიონალი მძღოლები სხედან.